Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იწყება მთავარი პროკურორის შესარჩევი კონკურსი


საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. შერჩევის წინა ეტაპზე, 19 და 20 ოქტომბერს, გაიმართება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია და აირჩევა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. მინისტრის განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.

XS
SM
MD
LG