Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული მიესალმა აშშ-ის სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას ავღანეთში


ავღანეთის ხელისუფლება მიესალმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რაც ავღანეთში 2017 წლამდე ითვალისწინებს ამერიკული ქვედანაყოფის ყოფნას. 15 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარის 9800 კაციანი კონტინგენტი ავღანეთში დარჩება 2016 წლის ბოლომდე - ნაცვლად აქამდე დასახული გეგმისა, რომ ჯარი ავღანეთს ეტაპობრივად დატოვებდა მომავალი წლის განმავლობაში. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროების მისია „არ შეიცვლება“ და ისინი კვლავაც გააგრძელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას და ავღანეთის კონტრტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერას. ობამას თქმით, აშშ ავღანეთში 5500 სამხედროს დატოვებს 2017 წლის იანვრის შემდეგაც - როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროები დისლოცირებული იქნებიან ქაბულიდან ჩრდილოეთით, ბაგრამში მდებარე სამხედრო ბაზებზე, აღმოსავლეთით ჯალალაბადში და სამხრეთით ყანდაართან ახლოს.

XS
SM
MD
LG