Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები კოსოვოს გზას გაუხსნიან ბლოკში გაწევრიანებისკენ


ევროკავშირი მოელის, რომ სერბიის ყოფილ ოლქ კოსოვოსთან მომავალ კვირაში ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რაც ბალკანეთის ამ კუთხეს ევროკავშირში გაერთიანებისკენ გზას გაუხსნის. ამ ნაბიჯმა, რომელიც მიჩნეულია ევროკავშირთან სერბიის დაახლოების საშუალებად, შეიძლება შეშფოთება გამოიწვიოს ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, სადაც ასევეა სეპარატიზმის პრობლემები. 2008 წელს სერბიისგან ცალმხრივი გამოყოფის შემდეგ ოლქი არ უცვნია ესპანეთს, კვიპროსს, რუმინეთს, საბერძნეთს, ასევე სლოვაკეთს. ამის მიუხედავად მათ კოსოვოსთან ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირეს, რათა დამშვიდდეს ნაციონალისტური გრძნობები ბალკანეთში. კოსოვოს გასულ წელს დაასრულა მოლაპარაკება სტაბილიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების გარშემო. მომავლა კვირას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი და გაფართოების კომისარი, იოჰანეს ჰანი მოაწერენ ხელს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ძალაში შევა გაისად.

XS
SM
MD
LG