Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპატურაი: საქართველო ნატოს წევრობის ერთგული და მყარი კანდიდატია


საქართველო ნატოს წევრობის ერთგული და მყარი კანდიდატია -ამის შესახებ თბილისში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა შეუერთდეს ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში დიდ პროგრესს ხედავს და ქვეყანამ ამ მიმართულებით სვლა, ნატომ კი წევრობისთვის საქართველოს შემდგომი მომზადება უნდა განაგრძოს. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობაზე. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრაქტიკული თვალსაზრისით ნატო საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ქვეყანაში ფიზიკური ყოფნით.

XS
SM
MD
LG