რძე, ხაჭო არაჟანი და მისებრნი
აგვისტოდან მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილ რძის პროდუქციაზე გაჩნდა წარწერები - არაჟანი და არაჟნის მსგავსი. ხაჭო და ხაჭოსებრი. ამ სიახლემ არაერთ მომხმარებელს გაუჩინა შეკითხვა - რას ნიშნავს ეს? რა განსხვავებაა მათ შორის? რომელია უფრო უვნებელი პროდუქტი? საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომლის თანახმად, პროდუქციის ეტიკეტზე გარკვევით უნდა ეწეროს დასახელება და მისი შემადგენლობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რძის ნაწარმის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმი შედის, სურსათის შეფუთვაზე შემდეგნაირად უნდა დაეწეროს - კარაქისებრი ან არაჟნისებრი ანაც ხაჭოს მსგავსი პროდუქტი. მომხმარებელი კი თავად გადაწყვეტს, რომლის შეძენა სურს. ეს წესი რძის პროდუქტებზე 2016 წლის აგვისტომდე იმოქმედებს, შემდეგ კი მწარმოებლებს სიტყვა რძისებრის ან რძის მსგავსის გამოყენება აეკრძალებათ და მათ მოუწევთ სხვა ტერმინების დამკვიდრება. ეკა ქევანიშვილი და გიორგი გოგუა მოგითხრობენ იცავენ თუ არა რძის პროდუქტების მწარმოებლები კანონით დადგენილ წესს, რა დარღვევები აღმოაჩინა ამ დრომდე სურსათის უვნებლობის სააგენტომ და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ