Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანის ფრაქციამ ახალი ლიდერი აირჩია


ავღანეთის თალიბანის ერთმა ფრაქციამ საკუთარი ლიდერი აირჩია, რაც გამოწვევაა თალიბანის ივლისში არჩეული ლიდერის, მოლა ახტარ მანსურის მიმართ. მანსური, რომელიც თალიბანის ადრინდელი ლიდერის, მოლა ომარის მოადგილე იყო, ომარის სიკვდილს ორი წლის განმავლობაში მალავდა. ის ლიდერად არჩეულ იქნა მას მერე, რაც დაზვერვამ მოიპოვა ცნობა, რომ ომარი მკვდარი იყო. ახალმა ფრაქციამ თალიბანის ლიდერად აირჩია მოლა მოჰამედ რასულ ახუნდი, რომლის მეთაურობითაც, ერთ-ერთი მეთაურის თანახმად, თალიბანი იბრძოლებს აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ძალებთან და ავღანეთის მთავრობასთან. ის ომარის თანამებრძოლი იყო. თალიბანის კიდევ ერთი ჯგუფი გამოეყო მას და ისლამურ სახელმწიფოს შეუკავშირდა ომარის სიკვდილის შემდეგ.

XS
SM
MD
LG