Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფამ შეიწირა, სულ ცოტა, 25 ადამიანი


რუსული წარმოების სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომელიც ტაჯიკურ კომპანიას ეკუთვნის, კატასტროფა განიცადა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში. დაიღუპა, სულ ცოტა, 25 ადამიანი. ცნობების თანახმად, „ანტონოვის AN 12“ ტიპის თვითმფრინავი 4 ნოემბერს ჯუბის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. ზოგი ვარაუდით, დაღუპულების რიცხვი შესაძლოა 40-ს აღწევდეს. ნათელი არ არის, დაღუპულებიდან რამდენი იმყოფებოდა თვითმფრინავში და რამდენი - ხმელეთზე. თვითმფრინავი, რომელმაც პირველი რეისი 1971 წელს განახორციელა, ეკუთვნოდა ტაჯიკეთის კომპანია „Asia Airway”-ს. მისმა დირექტორმა ნარზიკულ ჰამროევმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი - სომხეთის ხუთი და რუსეთის ერთი მოქალაქე. სამხრეთ სუდანში სატვირთო თვითმფრინავებს ძნელად მისადგომ რეგიონებში მგზავრების გადასაყვანადაც იყენებენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG