საარსებო მინიმუმი - მხოლოდ გადარჩენისთვის
თვეში 161 ლარი - ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, 271 ლარია. ამ თანხას მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლიან, რომელშიც სიცოცხლისთვის აუცილებელი 40 პროდუქტი შედის. არსებობისათვის კი ერთ ადამიანს 2300 კილოკალორია სჭირდება. ეკონომიკის სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ ვითარებასა და მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას არ შეესაბამება და მათი განცხადებით, საჭიროა მისი დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა. როგორ იმყოფინოს ეს თანხა ოჯახმა მზარდი ინფლაციის ფონზე, მაშინ როცა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სურსათი და ალკოჰოლური სასმელები საქართველოში 4%-ით გაძვირდა, ჯანდაცვა - 11%-ით, მედიკამენტების ფასმა კი 27%-ით მოიმატა?
ეპიზოდები
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი