Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა მოკლეს სომხეთის ორი ჯარისკაცი და რამდენიმე დაჭრეს


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა მოკლეს სომხეთის ორი ჯარისკაცი და რამდენიმე დაჭრეს, როცა, მათი თქმით, სომეხი დივერსანტების ჯგუფი 12 ნოემბერს თავდასხმის განხორციელებას ცდილობდა აზერბაიჯანის პოზიციების წინააღმდეგ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ჯარებს მსხვერპლი არ განუცდიათ. ინციდენტი მოხდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონსა და საკუთრივ აზერბაიჯანს შორის საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG