Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ღარიბაშვილის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა


ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან. როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტითასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე. დღესვე ევროპარალემენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით წარდგასაგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებიც შედიან.

XS
SM
MD
LG