Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს მოუწოდებს, ნუ მოითხოვს სირიის პრეზიდენტის გადადგომას


რუსეთი დასავლეთს მოუწოდებს, უარი თქვას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნაზე, თუ სურს შეიქმნას ნამდვილი საერთაშორისო კოალიცია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, „ეჭვი აღარ არის, რომ უბრალოდ მიუღებელია ყოველგვარი პირობების წამოყენება ტერორის წინააღმდეგ ძალების გასაერთიანებლად". ლავროვმა აღნიშნა ასევე, რომ დასავლეთის პოზიციაში ცვლილება მოხდა პარიზში გასული კვირის ტერაქტების და ოქტომბერში ეგვიპტის თავზე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. აშშ და მისი მოკავშირეები მოითხოვენ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს სირიაში კრიზისის მოსაგვარებელ გარდამავალ პერიოდში, ან მის ბოლოს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია, გადადგება თუ არა ბაშარ ალ-ასადი.

XS
SM
MD
LG