Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტერიალზე მსჯელობენ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი ევროპას მოუწოდებს, სასწრაფოდ იქნეს მიღებული ანტიტერორისტული ზომები, მისი აზრით, მეტისმეტად ბევრი დროს დაკარგვის შემდეგ. კაზნევი ამ მოწოდებით გამოვიდა ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე. პარიზში გასული კვირის ტერაქტების შემდეგ მას საჭიროდ მიაჩნია, გამკაცრდეს შემოწმება შენგენის ზონის საზღვრებთან და შეიქმნას სისტემა თვითმფრინავის მგზავრების მონაცემთა შესაგროვებლად. ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა 19 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ წინა დღეს პარიზში განხორციელებული რეიდის დროს მოკლულებს შორის არის აბდელჰამიდ აბაუდი - პირი, რომელიც მიჩნეულია პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად. აბაუდი ბელგიის მოქალაქე იყო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, პარიზის ტერაქტების მონაწილეთა ნაწილმა მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი გამოიყენა ევროპაში შესაღწევად.

XS
SM
MD
LG