Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქების გამო დენის მიწოდება შეწყვეტილია


ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქუჩები ღამის განმავლობაში არ განათდება, ხოლო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის ტერიტორიიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით მიყენებული ზარალის გამო. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, 22 ნოემბერის შუაღამით ყირიმს შეუწყდა დენის მიწოდება, რაც ხერსონის ოლქში მდებარე ორი მაღალი ძაბვის გადაცემები ანძის აფეთქებას მოჰყვა. ყირიმს ელექტროენერგიით თავისი თავის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად 20-30 % ით შეუძლია.

XS
SM
MD
LG