Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება იანვარში ამოქმედდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება ბირთვულ პროგრამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმება. როგორც არაღჩიმ ვენაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, შეთანხმება ძალაში შევა, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში და მანამდე ისლამურ რესპუბლიკას შესრულებული ექნება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეთანხმებას წელს 14 ივლისს ვენაში მოაწერეს ხელი ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ექვსმა ქვეყანამ - აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ. ამ შეთანხმებით, ირანმა ივალდებულა ბირთვული პროგრამის მკვეთრად შემცირება მის საწინააღმდეგოდ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მოსალოდნელია, რომ ატომური ენერგეტიკის სააგენტო დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, განხორციელებული აქვს თუ არა ირანს პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

XS
SM
MD
LG