Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: აშშ ყველაფერს გააკეთებს ტერაქტების აღსაკვეთად


აშშ ყველაფერს გააკეთებს ტერაქტების აღსაკვეთად როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და გააგრძელებს ბრძოლას ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყსა და სირიაში, ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სპეცსამსახურები არ ფლობენ რაიმე სახის მონაცემებს ამერიკის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით. "ჩვენ არ გვაქვს სარწმუნო და კონკრეტული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში რაიმე შეთქმულების შესახებ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG