Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კინორეჟისორი გუგული მგელაძე


29 ნოემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გუგული (ყარამან) მგელაძე. საქართველოს სახალხო არტისტი გუგული მგელაძე დაიბადა 1928 წლის 12 მაისს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხაილ რომის კლასი), ხოლო 1961 წელს — სარეჟისორო ფაკულტეტი (გრიგორი როშალის კლასი). 1951 წლიდან მუშაობდა მსახიობად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ხოლო 1961 წლიდან ამავე კინოსტუდიის რეჟისორია. მგელაძის ფილმებიდან აღსანიშნავია „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ცისკრის ზარები“, „ბაგრატიონი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ?“, „ძახილი“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „ფესვები“ და სხვა.

XS
SM
MD
LG