Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთი „საკუთარ ინტერესებს“ იცავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ „ხერხემალშია გადატეხილი“ ტერორისტების მნიშვნელოვანი ძალები ქვეყნის შიგნით და მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა „ბანდიტთა დარჩენილი იატაკქვეშეთის“ გასანადგურებლად. თავის ყოველწლივ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი შეეხო ასევე რუსეთის სამხედრო-საავიაციო ძალების იერიშებს სირიაში და განაცხადა, რომ ამ ოპერაციით რუსეთი, პირველ ყოვლისა, საკუთარ „ინტერესებს“ იცავს. „სირიაში ჩვენი შეიარაღებული ძალები პირველ ყოვლისა, რუსეთისათვის იბრძვიან და სწორედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ. რუსეთის არმიამ და ფლოტმა დამაჯერებლად დაადასტურეს თავიანთი ბრძოლისუნარიანობა და თავიანთი მზარდი შესაძლებლობები. თანამედროვე რუსული შეიარაღება ეფექტიანად მოქმედებს, ხოლო მისი საბრძოლო ვითარებაში გამოყენების ფასდაუდებლები პრაქტიკა განზოგადდება და გამოყენებული იქნება ჩვენი შეიარაღებისა და ტექნიკის შემდგომი სრულყოფისათვის,“ - განაცხადა პუტინმა.

XS
SM
MD
LG