Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებზე გაცვლილ ამერიკელ სერჟანტს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ


აშშ-ის არმიის სერჟანტს, ბოუ ბერგდალს, რომელიც ავღანეთში თალიბებს ჰყავდათ დაკავებული ხუთი წლის განმავლობაში, ბრალად წაუყენა სამხედრო სასამართლომ დეზერტირობა და მტრის წინაშე არასწორი მოქცევა. თუ მეორე ბრალდება დაუდასტურდა, ბერგდალს სამუდამო პატიმრობა ელის. ბერგდალი, რომელმაც ავღანეთში თავისი პოსტი მიატოვა 2009 წლის 30 ივნისს, 2014 წელს გუანტანამოს საპატიმროში მყოფთალიბებზე გაცვალეს. მისმა ადვოკატმა, იუჯინ ფიდელმა დაიჩივლა, რომ აშშ-ის პოლიტიკურმა ფიგურებმა ბერგდალის მიმართ დამამცირებელი განცხადებები გააკეთეს, რამაც სახელი შეულახა მას და სამართლიანი პროცესის მოწყობის შესაძლებლობაშეიზღუდა. ბერგდალს, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მოღალატე უწოდა. წარმომადგენელთა პალატამ მოამზადა ანგარიში, რომელშიც ობამას გადაწყვეტილება,გაეცვალათ ბერგდალი ხუთ თალიბში, გაკრიტიკებულია.

XS
SM
MD
LG