Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განახლდება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. მმართველ გუნდში არსებული ინფორმაციით, იგეგმება პირველი მოსმენით მიღებული პროექტით დადგენილი საზღვრების შეცვლა და ამ მხრივ საკანონმდებლო პროექტის კორექტირება. პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის საზღვარი თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.

XS
SM
MD
LG