რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას. ზურაბ აბაშიძემ დღეს თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებთან და სანამ ამ მიმართულებით არ მოხდება სერიოზული გარღვევა, ეს თემა დღის წესრიგში არ დადგება.