Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ხელისუფლება მტკიცედ ადგას კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას რეგიონულ უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონფრონტაცია რუსეთ-თურქეთს შორის. „ეს ვითარება ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერიოზული რისკის მატარებელია როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე გლობალური სტაბილურობისთვის. როგორც მეზობელი ქვეყანა ჩვენ ვართ უაღრესად დაინტერესებული, რომ სწრაფად მოხდეს ამ დაძაბულობის დეესკალაცია, ვინაიდან ეს ჩვენ საერთო ინტერესებში შედის“. მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ ადგას კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან, არაძალადობრივ კურსს და ატარებს მშვიდობიან, კეთილმეზობლურ პოლიტიკას. „რაც არ უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, ჩვენ არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და ჩვენთვის არასოდეს შეიცვლება ჩვენი მშვიდობიანი გზა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG