Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება


მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტში საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა. "ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი დეტალური მიდგომები, თუ რას გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანა გავხადოთ უკეთესი. იყო მცდელობა, რომ ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული თანამშრომლობის ტონალობა შეცვლილიყო, მაგრამ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობაშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG