Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უზბეკეთში დაპატიმრებული ისლამისტი მეამბოხე


უზბეკეთში გარდაიცვალა 1990-ანი წლების ბოლოს მოწყობილი ამბოხების ლიდერი, აკრამ იულდაშევი. ჩვენი რადიოს უზბეკური სამსახურის ინფორმაციით, იულდაშევი, რომელიც აკრძალულ ისლამისტურ დაჯგუფება „აკრამიას“ ხელმძღვანელობდა, უკვე ხუთი წელია, ცოცხალი აღარ არის - ის ციხეში გარდაიცვალა 2010 წელს. ეს ცნობა ჩვენს რადიოს 11 იანვარს დაუდასტურა უზბეკეთის უშიშროების სამსახურის წყარომ, თუმცა ვერავინ ასახელებს იულდაშევის გარდაცვალების ზუსტ თარიღს, ან ადგილს. ერთი ვერსიით, ის ტუბერკულოზით იყო დაავადებული. „აკრამიის“ ლიდერი 1999 წელს დააპატიმრეს ტაშკენტში რამდენიმე აფეთქების შემდეგ. მას 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 10 წელიწადზე მეტია, პატიმრის ნათესავებს მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ და არც ოფიციალური შეტყობინება მიუღიათ მის ბედზე.

XS
SM
MD
LG