Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სავარაუდო დანაშაულის „პოლიტიკური ექსპლუატაცია“


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ბერლინში 13 წლის რუსი გოგოს, რუსეთის მედიის მტკიცებით, „გაუპატიურების“ პოლიტიკური მიზნებისათვის ექსპლუატაცია. ზაიბერტმა 21 იანვარს განაცხადა, რომ გერმანელ სამართალდამცველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაასრულონ გამოძიება ისე, რომ მათ უცხოეთიდან ხელს არავინ უშლიდეს. გერმანიაში მცხოვრები გოგონა მიმდინარე თვეში დღეზე მეტხანს იყო დაკარგული და ამ პერიოდში, როგორც გერმანიის რუსულ სათვისტომოში ირწმუნებიან, ის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტების ჯგუფმა მოიტაცა და გააუპატიურა. 26 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გოგონა „ნამდვილად საკუთარი ნებით არ დაკარგულა 30 საათით“ და რომ მოსკოვი სიმართლის დადგენას მოითხოვს. იქვე ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ გერმანიის ხელისუფლება არ შეეცდება სინამდვილის დამალვას შიდაპოლიტიკური მიზნების გამო. ბერლინის პოლიცია როგორც აცხადებს, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გოგონა ან გააუპატიურეს, ან მოიტაცეს და გამომძიებლები ფიქრობენ, რომ გოგონა საკუთარი ნებით წაჰყვა პირებს, ვისაც რუსეთის მედია მოძალადეებად მოიხსენიებს.

XS
SM
MD
LG