Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება


დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი კანდიდატი; ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი 28 იანვარს ამომრჩევლებისთვის დილის 8:00 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე. კენჭისყრის პროცესს დააკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" 8 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიას, ცესკოში აკრედიტაცია თერთმეტმა მედია ორგანიზაციამ გაიარა და არჩევნებს, მათი 166 წარმომადგენელი გააშუქებს - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 28 იანვარს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

XS
SM
MD
LG