Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი „მაესტროს“ საქმეში ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს


ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. „პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს კრებამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და მის ნაცვლად დანიშნა ლევან გაჩეჩილაძე. ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს ბაია გადაბაძე, რომელმაც გაფიცვა გამოაცხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

XS
SM
MD
LG