Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის სამი მონაწილე


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ავღანეთის აღმოსავლეთ კუნარის პროვინციაში სიცოცხლეს გამოასალმეს ბავშვთა პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის მონაწილე სამი პირი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, დახოცილთა გვამები 6 თებერვალს ღაზიაბადის რაიონში იპოვეს ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც ისინი გაუჩინარდნენ.პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე მუშაკებზე თავდასხმა რეგულარულად ხდება ავღანეთსა და მის მეზობელ პაკისტანში, რის გამოც წინ ვერ მიდის იმ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლით დაინფიცირების შემთხვევებით ავღანეთი და პაკისტანი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG