Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანი მოსამართლედ რჩება


მამუკა ახვლედიანის, როგორც მოსამართლის მიმართ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და, შესაბამისად, ის მოსამართლედ რჩება - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ. მისი თქმით, მამუკა ახვლედიანს უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც გამოთქვას პოზიცია სასამართლოში არსებულ ნაკლოვანებებზე და ამის გამო დევნას არავინ აპირებს. ლევან მურუსიძის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა არაეფექტიანი მენეჯმენტის გამო. „საბჭომ გადაწყვიტა, რომ მენეჯმენტი რეალურად არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, ის ხშირად არ იმყოფებოდა სასამართლოში და რეალურად ეჭვქვეშ დგებოდა საქმეთა მართლზომიერი განაწილება“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისი თქმით, ახვლედიანს, როგორც მოსამართლეს, რაიმე უფლება არ შეზღუდვია.

XS
SM
MD
LG