Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამთავრობო ძალები ურუზგანის პროვინციასაც ტოვებენ


ავღანეთის უშიშროების ძალებმა დატოვეს თალიბანის მიერ დაკავებული არეალი სამხრეთ ავღანეთში. გრძელდება თებერვლის დასაწყისში დაწყებული გასვლა ქვეყნის ამ რეგიონებიდან, სხვათა შორის ჰელმანდის ორი ოლქიდან, რამდენიმე თვიანი მძაფრი ბრძოლების შემდეგ. ურუზგანის პროვინციის მმართველის წარმომადგენლმა, დოსთ ნაიაბმა განაცხადა, რომ ბრძოლების შემდეგ საკონტროლო პუნქტები დატოვა ასამდე ავღანელმა პოლიციელმა და ჯარისკაცმა. მისივე ცნობით, ეს რაზმები განთავსდნენ მეზობელ ოლქში. თალიბანის თანახმად, დატოვებული არეალი მისი კონტროლის ქვეშაა.

XS
SM
MD
LG