Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი აკრიტიკებს ევროკავშირის წევრებს საზღვრების ჩაკეტვისთვის


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აკრიტიკებს ევროკავშირის წევრებს ცალმხრივი წესით მიღებული ზომებისათვის, რომლებიც მიგრანტებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ემსახურება. მანვე ეკონომიკურ მიგრანტებს მოუწოდა, ნუ ჩავლენ ევროპაში. ტუსკმა ეს განცხადებები გააკეთა 3 მარტს ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, ალექსის ციპრასთან, შეხვედრის შემდეგ: „აქედან, ათენიდან მინდა მოვუწოდო ყველა პოტენციურ ეკონომიკურ მიგრანტს, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი: ნუ ჩამოხვალთ ევროპაში, ნუ დაუჯერებთ ტრეფიკერებს, საფრთხეს ნუ შეუქმნით საკუთარ სიცოცხლეს და ფულს! ამაოდ გაირჯებით! საბერძნეთი, ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანა აღარ იქნება სატრანზიტო ქვეყანა. შენგენის წესები ისევ შევა ძალაში“. იქვე ტუსკმა გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები, რომლებიც ცალმხრივი წესით გაადადგმული ნაბიჯებით არღვევენ ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპს. ავსტრიის საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას მოჰყვა ასეთივე ზომები მიგრაციის ე.წ. ბალკანეთის მარშრუტზე სლოვენიაში, ხორვატიაში, აგრეთვე ევროკავშირის არაწევრ მაკედონიასა და სერბიაში. შედეგად საბერძნეთში მოგროვდა 24 ათასამდე მიგრანტი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობს.

XS
SM
MD
LG