მორიგი აქცია „არა გაზპრომს“
„არა გაზპრომს“ - მიუხედავად 4 მარტს „სოკართან“ დადებული ხელშეკრულებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვირას მაინც გამართა აქცია რუსული გაზის წინააღმდეგ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მთავრობის ნდობა არა აქვთ და, შესაბამისად, სურთ თავიანთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატონ. აქცია „არა გაზპრომს“ 6 მარტს, 2 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მთავრობის კანცელარიის შენობიდან რუსეთის საელჩომდე. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები და ლურჯი ბუშტები.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი