Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არმიის დასავლეთ მიმართულებას ახალი სარდალი ჰყავს


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და მეორე ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას დღეს წარუდგინა. მან ამ პოსტზე პოლკოვნიკი მიშა სადუნიშვილი შეცვალა. შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლობამდე ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთაური იყო. შალვა ჯაბახიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების მონაწილეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები ორ ოპერატიულ - დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებად იყოფა.

XS
SM
MD
LG