Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა დემონსტრაცია ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით


კიევში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში რუსეთში დაპატიმრებული სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით. 500-მდე დემონსტრანტმა, მათ შორის პარლამენტის წევრებმა ჩაიარეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან რუსეთის საელჩომდე და მას გადასცეს პეტიცია, რომლითაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ უკრაინელი მფრინავი ქალის გათავისუფლებისაკენ. სავჩენკო 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ის ჩაიყვანეს რუსეთში, სადაც ასამართლებენ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG