Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კაკაბაძე: „მრავალწერტილიდან“ „გამოსვლის წიგნამდე“


ერთი წლის წინ პოეტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ცნობილია თავისი მწვავე სოციალური პოეზიით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სტამბოლში გადაიხვეწა.

მისი, როგორც ავტორის, ლიტერატურული ცხოვრება ნაწილობრივ ჩაანაცვლა ახალ ქალაქში დამკვიდრებისათვის ყოველდღიურმა ბრძოლამ. წერა მაინც არ შეუწყვეტია, ახლახან კი გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „სამწერტილები“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. მის პატარა კაფესაც სტამბოლში სიმბოლურად „გალაკტიონი“ ჰქვია. კაფეს მართვა დღეს ირაკლის ყოველდღიურობის ნაწილია. ცდილობს ეს ადგილი მხოლოდ ქართული სამზარეულოთი არ იყოს გამორჩეული. „გალაკტიონში“ პატარა ბიბლიოთეკაც მოაწყო, დროდადრო ლიტერატურული თუ სხვა შემოქმედებითი საღამოებიც იმართება ხოლმე. ამ დღეებში ირაკლი ცოტა ხნით თბილისს სტუმრობდა, დღეს კი ის რადიო თავისუფლების სტუმარია. სტამბოლში მოღვაწეობასა და კაფე „გალაკტიონზე“, ახალ წიგნსა და სამომავლო გეგმებზე მას ეკა ქევანიშვილი ესაუბრა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG