Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო თვითმმართველობის და გაფრინდაშვილის მხარდამჭერები უნივერსიტეტის ეზოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გასულ კვირაში დაიწყო და გიორგი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის მოხსნის გარდა მოითხოვა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები და უზრუნველყოფილი იყოს რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა. სტუდენტების ამ ნაწილის ქმედებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალიზების საფრთხის შემცველად მიიჩნევენ თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება, უნივერსიტეტი გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერისგან და უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს მიეცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG