Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი აცხადებს, რომ ჯარიაშენთან ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი გაჰყავთ


ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯარიაშენთან გაჰყავთ არა გზა, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების ზოლი, რადგან მიმდებარე მინდვრებში ხშირია ხოლმე ხანძრები, რომელთა სალიკვიდაციოდაც მიზენშეწონილია ასეთი ზოლის არსებობა. სანაკოევმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც 15 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ გააპროტესტა საოკუპაციო ძალების მიერ ჯარიაშენთან გზის გაყვანა. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ამ გზასთან კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან მიმდინარე სამუშაოები პროვოკაციული ხასიათისაა და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას. კობახიძის თქმით, საკითხის განხილვა ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG