Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური


დღეს საქართველოს ეწვევა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 22-23 მარტს გენერალი ბრიდლავი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორს ვახტანგ კაპანაძეს. საელჩოს განცხადებით, გენერალ ბრიდლავის ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ შეერთებული შტატების მადლიერებას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი წვლილისათვის. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური ფილიპ ბრიდლავი, რომელიც ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდალიცაა, საქართველოს ბოლოს 2014 წელს ოქტომბერში სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG