Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 50-მდე ადამიანი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


თურქი სამხედროების მონაცემებით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 47 ადამიანი დაიჭრა დიარბაკირის პროვინციაში 11 აპრილს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. თავდაპირველად იუწყებოდნენ 25 დაჭრილის შესახებ. აფეთქება 11 აპრილის საღამოს მოეწყო უმეტესწილად ქურთებით დასახლებული დიარბაკირის ქალაქ ჰანიში და მიმართული იყო სამხედრო პოლიციის სადგურის წინააღმდეგ. თურქი სამხედროები თავდასხმაში ადანაშაულებენ ექსტრემისტებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში გახშირებულია ძალადობის აქტები მას შემდეგ, რაც ივლისში ჩაიშალა სამშვიდობო პროცესი სახელმწიფოსა და ქურთ მეამბოხეებს შორის. კონფლიქტის განახლების შემდეგ დაღუპულია ასობით ადამიანი, მათ შორის უშიშროების ძალების 350-ზე მეტი წევრი.

XS
SM
MD
LG