Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დაასრულებს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დაასრულებს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში. ოთხდღიანი ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, კონგრესმენებს, სენატორებს, ბიზნესის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს. „ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეს ეხება ყველა სფეროს - უსაფრთხოებას, სამხედრო თანამშრომლობას და ეკონომიკურ პარტნიორობას“, - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ში საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და საქართველოამერიკელი პოლიტიკოსების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი და მაღალი პრიორიტეტის საკითხია.

XS
SM
MD
LG