Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: მივუახლოვდით რუსეთთან და კოალიციურ პარტნიორებთან ურთიერთგაგების ფაზას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება რუსეთთან და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციურ პარტნიორებთან ურთიერთგაგების სტადიას უახლოვდება, რათა მიღწეულ იქნეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტა ალეპოს არეალის ჩართვით. თუმცა, უთხრა კერიმ რეპორტიორებს ჟენევაში, რომ ჯერ კიდევ არის საქმე გასაკეთებელი. კერიმ ეს განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადელ ალ ჯუბეირთან შეხვედრამდე. მინისტრმა დაგმო ალეპოს გარშემო ბრძოლის გააქტიურება და განაცხადა, რომ ეს არის„ყველა ჰუმანიტარული კანონის“ დარღვევა. მან დაგმო საჰაერო თავდასხმები, რომელთა დროსაც სამოქალაქო პრები დაიხოცნენ. ეს თავდასხმები სირიის არმიამ განახორციელა. მოსკოვის თანახმად, სირიის არმია ებრძვის ისლამისტთა რაზმებს, რომლებზეც არ ვრცელდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. კრელმა გამოაცხადა, რომ 3 მაისს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სირიაში გაეროს წარგზავნილს, სტაფან დე მისტურას შეხვდება.

XS
SM
MD
LG