Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრემიერის შვილი შინ დაბრუნდა ავღანეთში ტყვეობის შემდეგ


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, ალი ჰაიდერ გილანი, სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის 10 მაისს ავღანეთში ექსტრემისტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი პრემიერის, იუსუფ რაზა გილანის შვილი ავღანელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოიხსნეს. გილანი, სავარაუდოდ, თალიბმა ექსტრემისტებმა მოიტაცეს 2013 წლის 9 მაისს პაკისტანში, როცა ის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. მამამისი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო 2008-2012 წლებში.

XS
SM
MD
LG