საჩვენებელი წვრთნები ვაზიანის ბაზაზე
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნა საქართველოში მეორედ იმართება. ჩატარდა საჰაერო და სახმელეთო საჩვენებელი წვრთნები. „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის M1A2 ტიპის ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მსვლელობით დასრულდა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე