Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში თვითმკვლელთა იერიშებს ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა


ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ თავდასხმას ბაღდადის გარეუბანში. 12 მაისის თავდასხმას წინ უძღვოდა ძალადობის ტალღა ერაყის დედაქალაქში, სადაც 11 მაისს სულ მცირე 93 კაცი დაიღუპა და 165 დაიჭრა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზებით მოწყობილ აფეთქებებში.

XS
SM
MD
LG