Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდმა და მერკელმა მონაწილეობა მიიღეს ვერდენის ბრძოლის ასი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მონაწილეობა მიიღეს ვერდენის ბრძოლის ასი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ეს პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა იყო. ორი ქვეყნის ლიდერებმა გვირგვინები მიიტანეს ვერდენის სასაფლაოზე, სადაც განისვენებს 10 ათასი გერმანელი ჯარისკაცი. ოლანდმა და მერკელმა ქალაქის ცენტრში გახსნეს მემორიალი; მოინახულეს ადგილი, სადაც განისვენებს ვერდენის ალყისას დაღუპული 130 ათასი გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცი. ვერდენის ბრძოლა 1916 წლის 21 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG