Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯარიმებით გაზრდილი ბიუჯეტი თვითმმართველობებში


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის გამგეობაში ჯარიმებისა და საურავებიდან შესულმა თანხამ ბიუჯეტის გაზრდა განაპირობა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროცესი ხელოვნურია. ჯარიმებისა და საურავებიდან შესულმა თანხამ ახალციხის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 150 600 ლარით გაზარდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, ჯარიმების რაოდენობას ბიუჯეტზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

ახალციხის თემის გამგებლისგან განსხვავებით, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მაკა სუდაძემ განაცხადა, რომ ჯარიმები ხელოვნურად გაიზარდა, რათა ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულებულიყო.

რა თანხა შევიდა ჯარიმებისა და საურავებიდან ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტში, უცნობია მედიისა და ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაც. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ ბიუჯეტში ძირითადად საპატრულო პოლიციის მიერ დაწესებული ჯარიმის 40 პროცენტი შედის, ეს სანქციები კი ქალაქში არასწორად დამონტაჟებულმა საგზაო ნიშნებმა და პარკირებამ განაპირობა.

ჯარიმების ხარჯზე 270 პროცენტით გაიზარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიც. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ შემოსავლები ძირითადად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე დაწესებულმა სანქციებმა გაზარდა. საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რატი ტატალაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის ხარჯზე ივსება.

ოპოზიციის მტკიცებით, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მსგავსად, 2015 წლის ბიუჯეტის გაზრდა ძირითადად სასამართლო ჯარიმებიდან მიღებულმა თანხამ განაპირობა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. ასპინძის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სანქციებისა და საურავებიდან 79 400 ლარი შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG