Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: ქართველები არ აპირებენ დიდხანს ელოდონ უვიზო მიმოსვლას


ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციისთვის საქართველომ ევროკომისიის მიერ წაყენებული ყველა პირობა შეასრულა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები დადებითად შეაფასა. „უვიზო მიმოსვლა ერთი კვირით ადრე შევა ძალაში თუ ერთი კვირით გვიან, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ქართველებს არ სურთ წლების განმავლობაში ლოდინი”, - განაცხადა ჯანელიძემ.მისივე თქმით, ლტოლვილთა კრიზისმა ევროპა დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენა, ასევე ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა მათ შესახებ გერმანული მედიის გამოხმაურება გადაჭარბებულია.

XS
SM
MD
LG