Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელების არჩევანი არ დააზარალებს ევროკავშირს


საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს იმედი აქვს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპას გამოაფხიზლებს. „სწორედ ეს არის დემოკრატია, როცა პროცესის შედეგად ხანდახან დგება შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის, რადგან დემოკრატია არ ნიშნავს ყველას ერთ აზრზე ყოფნას და სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელების არჩევანი საბოლოო ჯამში არ დააზარალებს ევროკავშირს და მის სიძლიერეს. „დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG