Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს


”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი დღეს, განაჩენის გამოცხადებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, შოთა ხიზანიშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ქარდავას. რაც შეეხება მესამე ბრალდებულ ვაჟა ლელუაშვილს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით მიესაჯა. შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ შოთა ხიზანიშვილის დაკავებით ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გასცა პასუხი: „საქმე გრძელდებოდა ოთხი წელი. მასში ათზე მეტი მონაწილე იყო, ზოგს განრიდება ერგო, ზოგი საქმეს ჩამოაშორეს...პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ივანიშვილმა მერაბიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობრის დაჭერით გასცა პასუხი სტრასბურგის განაჩენს. ცხადია, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

XS
SM
MD
LG