Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმარი ქალის უფლებები სახალხო დამცველის ანგარიშში


პატიმარი ქალის უფლებები სახალხო დამცველის ანგარიშში
please wait

No media source currently available

0:00 0:48:50 0:00

სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში ყურადღებას ამახვილებს არაერთ პრობლემაზე, პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თუკი წინსვლაა, მაგალითად, ჰიგიენის დაცვისა და ხანგრძლივი პაემნების უფლების კუთხით, კვლავაც პრობლემები რჩება, მაგალითად, პატიმარ ქალთა ჩხრეკის პროცედურებსა თუ გეგმიურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. პატიმარ ქალთა ჯანდაცვის პრობლემას შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი, რომელზე მუშაობაც თითქმის უკვე დაასრულა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. გადაცემის სტუმრები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძე. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG