Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ და ლავროვმა იმსჯელეს სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე


15 ივლისს, აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა ოთხ საათზე მეტხანს ისაუბრეს მოსკოვში შეხვედრისას, რომლის მსვლელობაშიც ძირითადი ყურადღება დაუთმეს სირიის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. წინა დღეს, 14 ივლისს, კერი შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, გამოთქვა შეშფოთება სირიის მმართველი რეჟიმის მიერ ზავის არაერთხელ დარღვევის გამო. ვაშინგტონს არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკა სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მისამართით. ეს ინტერვენცია ძირითადად ემსახურება მოსკოვის ტრადიციული მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გაძლიერებას. გუშინვე კერიმ და ლავროვმა, 14 ივლისს ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილებით შეამკეს მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს შესასვლელი.

XS
SM
MD
LG